კონტაქტი


საახალწლო მონტაჟი
1 ბავშვი : მარიამი
__გამარჯობათ!!!

__რისთვის შეკრებილხართ?

__ მივხვდი, მივხვდი თქვენც ალბათ მეზღაპრეს ელოდებით, მეც დამღალა მაგის ლოდინმა , სულ ასე იგვიანებს ხოლმე , ეეეჰ დაბერდა ალბათ,

__ იცით სად ცხოვრობს მეზღაპრე?


"ის ადგილი აქედან შორს არისირგვლივ სულ მაღალილურჯი მთებიაშუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს.
ტბა კი სარკეა ბუნებისაყველას უყვარს შიგ მზერა და კეკლუციიყურებიან შიგ და კეკლუცობენ მთები და ღრუბლებიმთვარე და ვარსკვლავებიყვავილები და ხეები.
 ვერხვებშორის კისიბნელეში,  პატარა მოხუცი გამოჩნდებახელში გრძელტარიანი ჯოხით  და წიგნით ხელში , ჩამოჯდება იქვე, ჯირკზე და  უყვება ზღაპრებს ტყის მობინადრეებს ...დრეს კი ჩვენთან უნდა მოსულიყო სტუმრად :)

მიხვდით ალბათ ეს რევაზ ინანიშვილს დავესესხე სიტყვებში (იცინის მოკლრძალებულად)


 უცებ კაკუნის ის ხმა ისმის კარზე . მირბის და გააღებს კარებს
2 ბავშვი :
_ მოგესალმებით ქალბატონო! _თავს დაუკრავს _ ნება მიბოძეთ გაგეცნოთ! --ამაყად
მე გახლავართ...
__ გაგიმარჯოს ,გაგიმარჯოს ! __ ვიცი, ვიცი ვინც ბრძანდებით , ოდნავ დამცინავად

(მოტრიალდება მაყურებლებისკენ და იტყვის:

___ სულ გამოჩერჩეტდა , დაბერდა რა ქნას , ყოველ წელს ასე გამეცნობა ხოლმე...
მიუბრუნდება მეზღაპრეს

__კარგია რომ მოხვედით , ნახეთ რამდენი ადამიანი გელოდებათ !
__ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის , გზაში საწვავი გამითავდა , მერე ეს საცობებიო, ისაო, ესაო ხომ ხვდებით?! სხვა მისამართზე ვიყავი გამოძახებული .. არა და აქ  აღმოვჩნდი , , ალბათ განგებამ ასე ინდომა , რათა თქვენან მოვხვედრილიყავი (მიმართავს სტუმრებს)
__ეს რამდენი სტუმარი გყოლიათ,

___მოგესალმებით ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ, მე გახლავართ თქვენი მონა-მორჩილი მეზღაპრე _            ; თქვენც ,,ჯადოსნური ღამისამბავი გაინტერესებთ ალბათ არა? თუ ასეა დე, ასრულდეს თქვენი სურვილი!!!
1 ბავშვი მარიამი :
__ მაშ ასე, დავიწყოთ!!!


No comments:

Post a Comment